წინასაარჩევნოდ გვარამიას რუსი ტურისტები მოეწონა, თუმცა ეს „ტრიუკი“ არ გამოადგება, ჩვენს ნარატივზე ვერ დაჯდება – ქართველი ხალხი მათ 26 ოქტომბერს იმ ელმავალზე დასვამს, რომელიც მათ პოლიტიკური ველიდან გაიყვანს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
„გვარამიას კლასიკური მაგალითია იმ ტყუილების, რაზეც რადიკალური ოპოზიცია წინასაარჩევნო კამპანიას აგებდა. საზოგადოების დიდი ნაწილი შეცდომაში არ შევა და არჩევანს გააკეთებს ტყუილსა და სიმართლეს შორის. ორი წლის წინ გვარამია ითხოვდა, ლექსიკონიდან სიტყვა „რუსი“ ამოღებულიყო და ეს კანონმდებლობაში უნდა შესულიყო, არათუ ქვეყანაში ტურისტები არ უნდა შემოსულიყვნენ და ფრენები არ უნდა ყოფილიყო. რატომღაც თურმე ახლა ფრენები ხალხისთვის სასარგებლოა.
ჩვენ როცა ვამბობდით, რომ ფრენები ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებოდათ, მაშინ არ ფიქრობდნენ. წინასაარჩევნოდ გვარამიას რუსი ტურისტები მოეწონა, თუმცა ეს „ტრიუკი“ არ გამოადგება, ჩვენს ნარატივზე ვერ დაჯდება. ქართველი ხალხი მათ 26 ოქტომბერს იმ ელმავალზე დასვამს, რომელიც მათ პოლიტიკური ველიდან გაიყვანს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა: „რუსეთთან ფრენები თუ საჭიროა მოქალაქეებისთვის, თავსებადია ევროინტეგრაციულ პროცესებთან, იყოს ფრენები, გამართლებული არ არის ისტერიული დამოკიდებულება, არც ივაჭროთ, არც ღვინო წაიღოთ, რუსი არ შემოუშვათ“.