სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მოქალაქე ლუკა კინწურაშვილის საქმეზე საგამოძიებო სამსახურმა მოკვლევა დაიწყო. კინწურაშვილი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება.
კინწურაშვილის განცხადებით, სამართალდამცველებმა ქუჩაში გააჩერეს, გაჩხრიკეს და სირტვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
ლუკა კინწურაშვილი სოციალურ ქსელში დაწერა პოლიციელების მხრიდან ძალადობისა და შეურაცხყოფის შესახებ.
როგორც კინწურაშვილი აღნიშნავდა, უმიზეზოდ გაჩერებისა და უხეში მოპყრობის გამო, კამერა ჩართო, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ტელეფონის წართმევა სცადეს.
წერს ამის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვიდეოს წაშლას ითხოვდა.
პოლიციელების მხრიდან ძალადობის შესახებ წერს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფროსი თანაშემწე, თორნიკე ობოლაშვილიც
მისი თქმით, დაკავებისას მას მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები, განყოფილებაში კი, სადაც დამამცირებელი ტონით ესაუბრებოდნენ და მისი უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობას არ აძლევდნენ, 4 საათის განმავლობაში გააჩერეს.
ობოლაშვილის თქმით, მან ფაქტთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უკვე მიმართა და მათგან რეაგირებას ელოდება.