ივანიშვილი უკრაინასთან მიმართებაშიც ტყუის, რადგან პირადად ტრამპის და რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური პრიორიტეტი უკრაინის გამარჯვებაა, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით თქვა.
ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ “უკრაინაში ომი, ყველაზე გვიან, ერთ წელიწადში დასრულდება, ხოლო ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელები თუ გაიმარჯვებენ, ომი იანვარშიც შეიძლება დასრულდეს”.
თინა ბოკუჩავას თქმით, ამიტომ მნიშვნელოვანია 26 ოქტონერს საქართველოს ხელისუფლების ცვლილება.
“უკრაინასთან მიმართებაშიც ტყუის ბიძინა ივანიშვილი, რადგან პირადად დონალდ ტრამპის და რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური პრიორიტეტი არის უკრაინის გამარჯვება, ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ 26 ოქტომბერს შევცვალოთ ხელისუფლება და დავდგეთ აშშ-თან, მთელ თავისუფალ სამყაროსთან ერთად და არა რუსეთის მხარეს ივანიშვილის ხელისუფლებასთან.” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, თინა ბოკუჩავა აშშ-ში, მილუოკში რესპუბლიკური პარტიის კონგრესზე იმყოფება.