აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ და საფრანგეთის პირველმა პირმა ნიკოლა სარკოზიმ ერთმანეთის პირისპირ მსოფლიო უსაფრთხოებისა და გლობალური ეკონომიკის საკითხები განიხილეს.
ორი პრეზიდენტის შეხვედრა ვაშინგტონში გაიმართა. თეთრ სახლში მოლაპარაკებისას ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შტატებში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა უმუშევრობაა, ბიზნესმენებს კი დაფინანსების წყაროები არ ჰყოფნით.
ობამას განმარტებით, გლობალურ ეკონომიკაზე ნეგატიურ გავლენას მსოფლიოში არასტაბილური სიტუაციაც ახდენს.