მე ვფიქრობ, რომ პარანოიას მასშტაბი არის გაზრდილი ამ ადამიანში, ბიძინა ივანიშვილი არის საშიში, - ამის შესახებ პარტია "საქრათელოსთვის" წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ტვ პირველს განუცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილის გუშინდელმა გამოსვლამ ცხადყო, რომ ის ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველა სიბინძურეზეა წამსვლელი.
„მე ვფიქრობ, რომ პარანოიას მასშტაბი არის გაზრდილი ამ ადამიანში, ისტერიის მასშტაბი არის გაზრდილი. ეს კაცი არის საშიში. თუ ვინმემ უნდა გააჩეროს, იმ ხალხმა უნდა გააჩეროს, იმიტომ, რომ ზღვარი არ იარსებებს. ცოტა ხანში მას დაეწყება რაღაცეები, მოელანდება ვიღაცეები. ივანიშვილი არის მომსახურეობის ზონიდან გასული, შეშლილი კაცი იდგა გუშინ მიკროფონთან, რომელიც ყველაფერ სიბინძურეზეა წამსვლელი, ყველაფერს იკადრებს, რომ რაღაცნაირად ხელისუფლება გაახანგრძლივოს, - ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი.