რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ანდრეი ნესტერენკო თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მის ნაცვლად ამ თანამდებობას ალექსანდრე ლუკაშევიჩი დაიკავებს. ლუკაშევიჩი ადრე ეუთოში რუსეთის წარმომადგენლის მოადგილე იყო. ნესტერენოკს კი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბეჭდვისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა 2008 წლიდან ეკავა.
გავრცელებული ინფორმაციით, ანდრეი ნესტერენკო შესაძლოა ჩერნოგორიაში რუსეთის ელჩად დაინიშნოს.
ალექსანდრე ლუკაშევიჩი ეუთოში რუსეთის წარმომადგენლის მოადგილედ 2008 წლიდან მუშაობდა. დიპლომატიური კარიერა მან 80-იან წლებში დაიწყო ავღანეთში მუშაობით. ამის შემდეგ მას სხვა და სხვა თანამდებობები ეკავა ეუთოში რუსეთის წარმომადგენლობაში და აშშ-ში რუსეთის საელჩოში. ლუკაშევიჩი არის ერთ-ერთი ავტორი ევროპული უსაფრთხოების ქარტიისა, რომელიც 1999 წელს ეუთოს სტამბულის სამიტზე იქნა მიღებული.
მასალის გამოყენების პირობები