ამერიკელ კონგრესმენმა ჩიკაგოდან დენი დევისს ელექტრონულ ფოსტაზე მუქარის შემცველი წერილი მიუვიდა ტექსტით "შემდეგი შენ იქნები". ამის შესახებ დევისმა "ჩიკაგო ტრიბუნას" განუცხადა.
შაბათს კონგრესმენ ქალ გაბრიელ გილფორდს არიზონაში თავს დაესხნენ და თავში ესროლეს. თავდასხმელმა სხვა მოქალაქეებსაც ესროლა, რის შემდეგაც 6 ადამიანი დაიღუპა. გილფორდი ამჟამად საავადმყოფოში წევს. ამერიკელი ექიმები მის გადარჩენას ვარაუდობენ.
მუქარას კონკრესმენებზე თავდასხმების შესაძლო გაგრძელებას უკავშირებენ.
წერილის ავტორი უცნობი პიროვნებაა ჩიკაგოდან, რომელსაც მსგავსი წერილები აქამდეც გაუგზავნია.
როგორც ამერიკული მედია იუწყება, შესაძლოა თავდასხმა კვირას სპრინგფილდში გასამართ ილინოისისის გუბერნატორის ინაუგურაციაზე მოხდეს, ამიტომ აღნიშნული დღისთვის სპრინგფილდში გაძლიერდება.