ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ავღანეთს ეწვია და ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის შეხვდება.
როგორც თეთრი სახლის ადმინისტრაცია აცხადებს, ბაიდენის ვიზიტი უსაფრთხოების დაცვის მიზნით წინასწარ არ გახმაურებულა.
ბაიდენი და კარზაი ამერიკასა და ავღანეთს შორის მჭიდრო თავდაცვის საკითხებში მჭიდრო ურთიერთობის შესახებ ისაუბრებენ, რომელიც როგორც თეთრი სახლის ადმინისტრაცია აცხადებს, 2011 წლიდან აქტიურად ამოქმედდება.
ბაიდენი ავღანეთის ეროვნული არმიის საწვრთნელ ცენტრსაც მოინახულებს.
ვიცე-პრეზიდენტის რანგში ეს ჯო ბაიდენის პირველი ვიზიტია ავღანეთში.