სლოვაკეთის პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობის შემდეგ ტრამპის მკვლელობის მცდელობა არის საბოლოო დასტური, რომ თანამედროვე მსოფლიოში ლიბერალური ფაშიზმი განსხვავებულ მოსაზრებებს კი არ ებრძვის, კლავს, – პირველი არხის ცნობით, ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„ტრამპი გამოდის მშვიდობის დასამყარებლად უკრაინაში, ასევე საუბრობს კაცის კაცად შენარჩუნებასა და ქალის – ქალად. მშვიდობას ესროლა ომმა, ტრადიციას – ლგბტ პროპაგანდამ. როცა კითხულობენ, სად არის „გლობალური ომის პარტია“, ტრამპის მკვლელობის მცდელობა იხილონ. მშვიდობას სწორედ ომის მსურველები ებრძვიან და ამას ჰქვია „გლობალური ომის პარტია“ – ევროპიდან უკვე ამერიკაში გადასწვდნენ პრეზიდენტობის კანდიდატს. უცხოური ძალები არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მშვიდობას ებრძვიან და ომის მომხრეები არიან. ამის მაგალითია სლოვაკეთის პრემიერისა და ახლა უკვე ტრამპის მკვლელობის მცდელობები“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.