მოხარული ვარ, რომ ტრამპი კარგად არის, ვლოცულობ მისთვის და მისი ოჯახისთვის, - ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პენსილვანიაში დონალდ ტრამპის მხარდამჭერ შეხვედრაზე მომხდარ სროლის შესახებ განაცხადა.
"მე ინფორმირებული ვარ პენსილვანიაში დონალდ ტრამპის მიტინგზე სროლის შესახებ. მიხარია, რომ ის უსაფრთხოდ არის და თავს კარგად გრძნობს. ვლოცულობ მისთვის და მისი ოჯახისთვის, ისევე როგორც ყველა, ვინც ესწრებოდა აქციას", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც რომელიც თეთრმა სახლმა გაავრცელა.
"ამგვარი ძალადობის ადგილი ამერიკაში არ არის. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, როგორც ერთი ერი, რათა დავგმოთ ს", - დასძინა ბაიდენმა.
შეგახსენებთ, პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში დონალდ ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე ცეცხლსასროლი იარაღი გაისროლეს, რის შემდეგაც ტრამპი სახის არეში დაიჭრა. ტრამპის სპიკერმა, სტივენ ჩეუნგმა განაცხადა, რომ ტრამპი თავს კარგად გრძნობს და ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში გაიარა შემოწმება. ამასთან, პირი, რომელმაც ისროლა, ლიკვიდირებულია. დაღუპულია მიტინგზე მყოფი ერთი ადამიანი, კიდევ ერთი პირი კი მძიმე მდგომარეობაშია.