პირი, რომელმაც პენსილვანიაში დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე ისროლა, მოკლულია. წერს CNN
როგორც ბატლერის ოლქის პროკურორი რიჩარდ გოლდინგერი აცხადებს, ტრამპის მხარდამჭერთა მიტინგზე მომხდარი ინციდენტის შედეგად დაღუპულია მიტინგზე მყოფი ერთი ადამიანი, კიდევ ერთი პირი კი მძიმე მდგომარეობაშია.
შეგახსენებთ, პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში დონალდ ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე ცეცხლსასროლი იარაღი გაისროლეს, რის შემდეგაც ტრამპი სახის არეში დაიჭრა. ტრამპის სპიკერმა, სტივენ ჩეუნგმა განაცხადა, რომ ტრამპი თავს კარგად გრძნობს და ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში გადის შემოწმებას.