218 საფოსტო მტრედი გაიყიდა ჰოლანდიაში გამართულ აუქციონზე. მტრედების ღირებულება 1, 367 მილიონ ევროს შეადგენს, რაც ამ კატეგორიაში რეკორდულია.
მტრედები ბელგიური პროვინცია ლიმბურგის მცხოვრების გარდაცვალების შემდეგ მოხვდნენ აუქციონზე. თავისი კოლექცია მან ბელგიურ მტრედსაშენ ასოციაციას უსახსოვრა, რომელმაც აუქციონს გაუწია ორგანიზება.
ცნობისთვს, საფოსტო მტრედის ფრენის საშუალო სიჩქარე საათში 90 კილომეტრია, მაქსიმალურმა სიჩქარემ კი შეიძლება 150 კილომეტრამდეც მიაღწიოს. ამასთან, საფოსტო მტრედს შეუძლია, დღეში 1,12 ათასი კილომეტრი დაფაროს.
შეგახსენებთ, 2010 წელს იაპონიის მოქალაქემ ინტერნეტვაჭრობის დროს 170 ათას ევროდ შეიძინა მტრედი, სახელწოდებით "ევრობრილიანტი", რომელიც საერთაშორისო შეჯიბრებების არაერთგზის გამარჯვებული გახლდათ ფრთოსნებს შორის. ამჟამად კი იგი საპატიო "პენსიონერია".