გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვახვრელთან სარკინიგზო მაგისტრალზე მომხდარი შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
გავრცელებული ინფორმაციით სარკინიგზო ლიანდაგზე მოძრავი ლოკომოტივი 35 წლის კაცს დაეჯახა. კაციადგილზევე გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.