დეპუტატი“ პარტია „მოქალაქეების“ლიდერი ალეკო ელისაშვილი სასამართლოში დაიბარეს. ინფორმაციას საპარლამენტო ჯგუფ "მოქალაქეების" საზოგადოებასა და მედიასთან კომუნიკაციის სამსახური ავრცელებს.
„ძალოვანების მიერ სასტიკად ნაცემ ალეკო ელისაშვილს, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის ასამართლებენ. დეპუტატმა სასამართლო უწყება გუშინ მიიღო, პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს, 11 ივლისს, 12:00 საათზეა ჩანიშნული.
პროცესის დაწყებამდე, 11:45 გაკეთდება განცხადება პრესისთვის.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტის მოქმედი წევრის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობისთვის, ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ, იმის მიუხედავად, რომ არსებობს ვიდეო მტკიცებულებები, სადაც ნათლად ჩანან ძალადობაში მონაწილენი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.