გროზნოში ფედერალურ ძალებსა და მებრძოლებს შორის მომხდარი შეტაკების დროს ერთი სამხედრო მოსამსახურე და ერთი მებრძოლი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
ამას გარდა, აღნიშნული შეტაკებისას რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან დაჭრილია რვა ადამიანი, რომელთა შორის არიან - სამხედროები, მილიციონერი და ერთი სამოქალაქო პირი.
"დაჭრილები ჰოსპიტალში არიან გადაყვანილნი. ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს", _ იუწყება რუსული მედია.
მასალის გამოყენების პირობები