ბაქოში ჰეიდარ ალიევის შესახებ მრავალტომეულის 31-ე ტომი გამოიცა. წიგნის სახელწოდებაა "ჰეიდარ ალიევი. ჩვენი დამოუკიდებლობა მარადიულია."
გამოცემაზე პასუხისმგებელია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აკადემიკოსი რამიზ მეხტიევი.
წიგნი ასახავს 2000 წლის 5 ნოემბრიდან 2001 წლის 5 იანვრამდე პერიოდს.
ჰეიდარ ალიევისადმი მიძღვნილ მრავალტომეულის ამ ნაწილში მოთხრობილია იმ შეხვედრებისა და მოლაპარაკებების შესახებ, რომლებიც ჰეიდარ ალიევის მიერ მინსკში დსთ-ის წევრი ქვეყნების სამიტის ფარგლებში განხორციელდა. ამასთან, გადმოცემულია აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით ჩასული რუსეთის, ირანის, თურქეთის დელეგაციების ვიზიტის შესახებ ინფორმაცია.
გამოცემაში, ასევე, დაბეჭდილია "აზერბაიჯანელი ხალხისადმი ჰეიდარ ალიევის მიმართვა" 2001 წელს, სადაც აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტი საკუთარ ხალხს ახალი წლისა და მესამე ათასწლეულის დადგომას ულოცავს.