რუსლან ქიშმარია გალის რაიონის ჭუბურხინჯის საარჩევნო ოლქში ჩატარებული ე.წ. ვადამდელი არჩევნების შედეგად ე.წ. პარლამენტი დეპუტატი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ჭუბურხინჯის რაიონში ვადამდელი არჩევნების ჩატარება იმასთან დაკავშირებით გახდა საჭირო, რომ გარდაიცვალა ამ რაიონიდან არჩეული დეპუტატი იური კერესელიძე.
"დეპუტატობის კანდიდატებად ჭუბურხინჯის საარჩევნო ოლქში ორი კანდიდატი - რუსლან ქიშმარია და გოჩა ჯალაღონია იყრიდნენ კანჭს", _ იუწყება აფხაზური მხარე.
მასალის გამოყენების პირობები