ჩრდილო-დასავლეთ ირანში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპზე ვერ სახელდება. CNN -ის რწმუნებით დაიღუპა 72 ადამიანი, ხოლო 33 დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
ბოინგი 727 ირანის დედაქალაქ თეირანიდან მიფრინავდა. კატასტროფა მან ქალაქ ორუმიესთან ახლოს განიცადა. სავარაუდო მიზეზად უამინდობა სახელდება.
ბოლო მასშტაბური ავიაკატასტროფა ირანში 2009 წელს მოხდა. კატასტროფის შედეგად მაშინ 168 ადამიანი დაიღუპა.