თელავი-ვაზიანი-გომბორის გზის დასაწყისში ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახნენ. მთავარი არხის ცნობით, შეჯახების შედეგად, მოტოციკლის მძღოლი მძიმედ დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, მაშველები და სასწრაფო- სამედიცინო დახმარების მანქანები.