„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო ძალიან მძიმე დეკლარაცია, სადაც ერთის მხრივ საუბარია დეოკუპაციაზე, რუსულ კანონზე, ანტიდემოკრატიულ და ანტიევროპულ ნაბიჯებზე, რომელსაც ივანიშვილი დგამს. სწორედ ამ ჩანაწერის გამო არ დაუჭირეს მხარი ივანიშვილის წევრებმა აღნიშნულ დეკლარაციას.“ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, სწორედ ამ ჩანაწერის გამო არ დაუჭირეს მხარი ივანიშვილის წევრებმა აღნიშნულ დეკლარაციას.
„დეზინფორმაციის და პროპაგანდისტული არხების გამოყენებით ივანიშვილის პარტიის წევრები აგრძელებენ ანტიამერიკულ, ანტიდასავლურ მოქმედებებს, მათ შორის აქ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში. რეალობა არის შემდეგი, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ბუქარესტში მიიღო ძალიან მძიმე დეკლარაცია, სადაც ერთის მხრივ საუბარია დეოკუპაციაზე, მაგრამ ასევე საუბარია რუსულ კანონზე, ანტიდემოკრატიულ და ანტიევროპულ ნაბიჯებზე, რომელსაც ივანიშვილი დგამს. სწორედ ამ ჩანაწერის გამო არ დაუჭირეს მხარი ივანიშვილის წევრებმა აღნიშნულ დეკლარაციას.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
“ქართულმა ოცნებამ” გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც აღნიშნავს, რომ საქართველოს ინიციატივა, ტერიტორიების ოკუპაცია კიდევ ერთ შესწორებაში შეეტანათ, უარყოფილ იყო და რეზოლუციაში ის არ გაითვალსწინეს და ამიტომ სახელმწიფო ინტერესების შელახვის გამო, დელეგაცია რეზოლუციის წინააღმდეგ მისცემს ხმას.