ბრიტანეთის პრინცმა უილიამმა და მისმა საცოლემ კეთრინ მიდლტონმა ლეგენდარული "ბიტლების" წევრი, პოლ მაკარტნი საკუთარ ქორწილში სიმღერის შესასრულებლად მიიწვიეს.
მიუხედავად იმისა, რომ სამეფო ოჯახის ოფიციალური წარმომადგენელი ინფორმაციის გახმიანებისგან თავს იკავებს, ცნობილი გახდა, რომ უილიამისა და ქეითის მიერ საქორწილოდ შედგენილ სიაში სერ პოლ მაკარტნი პირველ ადგილზეა.
"ლივერპულელი ოთხეულის" ყოფილმა წევრმა ბუკინგემის სასახლეში წვეულებაზე უნდა იმღეროს, რომელიც ორჯერ გაიმართება. ჯერჯერობით უცნობია, რომელ მიღებაზე იმღერებს პოლ მაკარტნი.
შეგახსენებთ, უილიამისა და ქეითის ჯვრისწერა ვესტმინსტერის სააბატოში შედგება, რის შემდეგაც საქმროს ბებია_ბრიტანეთის დედოფალი სასახლეში ოფიციალურ მიღებას გამართავს. იმავე დღეს ბუკინგემის სასახლეში სამეფო ოჯახის უახლოესი მეგობრებისთვის საცეკვაო საღამო გაიმართება, რომლის ორგანიზებასაც საკუთარ თავზე პრინცი უილიამის მამა_პრინცი ჩარლზი აიღებს.
შეგახსენებთ, ბრიტანეთის პრინც უილიამისა და მისი საცოლის ქორწილი 29 აპრილს შედგება.