ფრანგი მაშველები ამ დრომდე ვერ ახერხებენ სამი უკრაინელი მოთხილამურის გამოყვანას, რომლებიც ხუთშაბათს საფრანგეთის ალპებში 4303 მეტრ სიმაღლეზე ჩარჩნენ.
სამაშველო სამუშაოებს ძლიერი ქარი ართულებს, რის გამოც მაშველები ფაქტიურად ვერაფერს ვერ აკეთებენ უკრაინელი ტურისტების გამოყვანისთვის.
საფრანგეთის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო მაშველები უკრაინელ ტურისტებს ვერც საკვებს და ვერც ჟანგბადს ვერ აწვდიან.
ამასთან, ამინდის პროგნოზის მიხედვით ალპებში ძლიერი ქარი კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები