არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის წევრი, მარიამ წიწიკაშვილი, რომელმაც აეროპორტში რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის მიმართ პროტესტი გამოხატა, 700 ლარით დააჯარიმეს.
წიწიკაშვილს შსს წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა. დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით ორი მესაზღვრე კონტროლიორი გამოიკითხა, ასევე გამოიკვლიეს ვიდეომტკიცებულებები, რომლებიც წიწიკაშვილმა თავად გაავრცელა.
ადვოკატი საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ.