ქიმიკატებით დატვირთული ტანკერი იაპონიის ზღვაში, ნიგატას პრეფექტურის სიახლოვეს ჩაიძირა.
აღნიშნულს იაპონიის საზღვაო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომლის ინფორმაციითაც ტანკერის ჩაძირვის დროს ეკიპაჟის ერთი წევრი დაიღუპა, ხოლო 47 წლის კაპიტნის კაცუტოს სატოს პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკარგული კაპიტნის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
ტანკერზე სულ ხუთი ადამიანი იმყოფებდა, აქედან ოთხი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ერთი მეზღვაურის გადარჩენა ექიმებმა ვერ შესძლეს.
როგორც ტანკერის მფლობელებმა განაცხადეს, გემს ათასი ტონა ბინილაცეტატი პორტი ოიტიდან ნიგატის პორტის მიმართულებით გადაჰქონდა.
ტანკერის ჩაძირვის დღეს, ქარის სიჩქარე საათში 36 კილომეტრს შეადგენდა, ხოლო ტალღების სიმაღლე 4 მეტრს, სავარაუდოდო მისი ჩაძირვაც ზღვის ძლიერმა ღელვამ გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები