მოსკოვში ახალი წლის დღეებში მილიციამ 200-მდე არალეგალი დააკავა.
ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" დედაქალაქის მიგრაციის ფედერალურის სამსახურის პრეს-მდივანზე ზალინა კოპნილოვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, მიგრაციის სამსახურმა მუშაობის ტაქტიკა შეცვლა, ახლა უკვე არა მხოლოდ კონკრეტული ობიექტებს და საცხოვრებელ სახლებს ამოწმებს, ასევე თანამშრომლები მოსკოვის ქუჩებში მორიგებენ, სადაც ყველაზე მეტი ხალხმრავლობაა.
ამასთან, მოსკოვის მიგრაციის სამსახური დაკავებულების შესახებ, რომლებიც მოსკოვში არალეგალურად ცხოვრობდნენ არ ავრცელებს ინფორმაციას, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან.