ტერორისტული დაჯგუფება "ალ-ქაიდა" ლონდონის ცენტრში ტერაქტების სერიას გეგმავს.
ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი "The Telegraph" ავრცელებს, რომლის მტკიცებითაც, მათ ხელში ჩავარდა საიდუმლო მასალები, სადაც ნათქვამია, რომ "ალ-ქაიდა" ლონდონის ცენტრში რამდენიმე ტერაქტის მოწყობას გამავდა და რომლის მიზანიც "ბევრი ადამიანის განადგურება" იყო.
მათივე მტკიცებით, დაჯგუფება გეგმავს ლონდონის ცენტრში დანაღმული ავტომობილის და თვითმკვლელის აფეთქებას და მძევლების აყვანას, რომ "ქვეყნის პოლიტიკური, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური დარტყმა მიაყენოს".
ასევე გაზეთის მიერ გამოქვეყნებულ მასალებში საუბარია, რომ ბრიტანეთის აეროპორტზე თავდასხმის ფაქტების დასტურდება და აღნიშნული მასალების გამო ბრიტანეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების ნორმები გააძლიერა, როგორც აეროპორტებში, ასევე გზებზე.