ძლიერი წვიმების გამო ბრაზილიის ხელისუფლებამ 63 ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
მანამდე, კი სტიქიის გამო ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთის შტატის მინას-ჟერაისში საგანგებო ვითარება ადგილობრივმა სამოქალაქო თავდაცვის გადაწყვეტილებით გამოცხადდა.
არსებული ინფორმაციით, სტიქიას 16 ადამიანის სიცოცხლე უკვე ემსხვერპლა, ხოლო 15 ათასამდე უსახლკაროდ დარჩა.
ძლიერი წვიმების შედეგად ბრაზილიაში ადიდებულმა მდინარეებმა 62 ხიდი წაიღო და 177 საცხოვრებელი სახლი გაანადგურა.
სინოპტიკოსების ვარაუდობენ, რომ ბრაზილიის რეგინებში ძლიერი წვიმები კიდევ გაგრძელდება.