ერაყი 2013 წელს ამერიკისგან 13 მილიარდი დოლარის იარაღის შესყიდვას გეგმავს.
ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთ "ალ-იტიხადი" ერაყის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელზე მუჰამედ ალ-ასკარზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, 13 მილიარდი დოლარის შეიარაღების შესყიდვის შესახებ ერაყმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა.
აღნიშნული თანხით, ოფიციალური ბაღდადი ვაშინგტონისგან თვითმფრინავების, ვერტმფრენების, ტანკების, სხვა ბრონირებული ტექნიკის, გემების და რაკეტების შეძენას გეგმავს.
ამერიკული შეიარაღება კი ერაყის თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებზე გადანაწილდება.
მასალის გამოყენების პირობები