ინგუშეთში, სოფელ ორჯონკიძესთან, რაიონულ საავადმყოფოსთან ახლოს, ადგილობრივმა სამართალდამცავებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს.
ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ინგუშეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც შავ ყუთში იდო, უცნობმა პირმა საავადმყოფოსთან ახლოს ხის ძირში დატოვა. მისი განეიტრალება წყლის ჭავლის გამოყენებით მოხერხდა", - აცხადებენ ადგილობრივი სამართალდამცველები.
მათივე ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა დამზადებული იყო 500 გრამი ტროტილისგან.
მასალის გამოყენების პირობები