ნიგერიაში ორი ფრანგი მძევალი მოკლეს. აღნიშნული ფაქტი ოფიციალურმა პარიზმაც დაადასტურა. მათი მკვლელობა მაშინ მოხდა, როცა მძევლების გათავისუფლების სპეცოპერაცია დაიწყო.
ფრანგების გატაცება ნიგერიის ქალაქ ნიამეის რესტორნიდან მოხდა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ დაგმო აღნიშნული ფაქტი და ბარბაროსული უწოდა.
პარიზში აცხადებენ, რომ გატაცება "ალ-ქაიდასთან" დაკავშირებული ტერორისტული ჯგუფის ორგანიზებულია.
გასულ წელს ნიგერიაში საფრანგეთის 8 მოქალაქე გაიტაცეს.