გვატემალაში ავტობუსს ავარიის გამო 14 მგზავრი დაიღუპა, ხოლო 25 დაშავდა.
კატასტროფა ქალაქ ტუტუაპაში მოხდა. ავტობუსი 50 მეტრი სიღრმის ხევში ჩავარდა.
თვითმხილველების თქმით, გადაჭარბებული სიჩქარის გამო მძღოლმა მოსახვევში ავტობუსის დამორჩილება ვერ შეძლო.
ავტობუსში დააცლოებით 60 ადამიანი იმყოფებოდა.
როგორც ბი-ბი-სი იუწყება, გვატემალის მთიან რეგიონებში, გზების გაუმართაობის გამო ავტოსაზაგზაო შემთხვევები ხშირად ხდება.