ამერიკასა და ევროპაში უამინდობა გრძელდება. უკვე მეორე დღეა ნიუ-ორკში გადაუღებლად თოვს. პენსილვანიაში კი თოვლის საფარი 25 სანტიმეტრს აღწევს.
შეფერხებით მუშაობს საერთაშორისო აეროპორტები. სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა შტატებში რამდენიმე დღეს გაგრძელდება.
გადაუღებლად თოვს ლატვიაშიც. რიგაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ქალაქში თოვლის საფარის გამო გადაადგილება შეზღუდულია. რამდენიმე უბანში დათოვლილი ხეებიც წაიქცა.
40 რეგიონი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სინოპტიკოსების ვარაუდით, ლატვიაში თოვლი და წვიმა მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.