ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აღმოსავლეთის ტურნეს ფარგლებში არაბეთის გაერთიანებულ ემირატებს, ომანსა და ყატარს ეწვევა.
მოლაპარაკების ძირითადი თემა ირანის ბირთვული პროგრამა იქნება.
ამასთან, ჰილარი კლინტონი რეგიონის ქვეყნებს ერაყის ხელისუფლების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, რომელიც ვაშინგტონის სიმპათიით სარგებლობს.