2010 წელს აფხაზეთმა სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის რუსეთისგან 1,8 მილიარდი რუბლი მიიღო.
ძირითადი თანხები ავტოსაგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად დაიხარჯა. საუბარია 555 მილიონ რუბლზე, საბინაო-კომუნალური მეურნეობისთვის გადანაწილდა 1, 565 მილიარდი რუბლი, განათლებისთვის_2,8 მილიონი რუბლი, კულტურისთვის გამოყვეს 100 მილიონი, ჯანდაცვისთვის_ 134,7 მილიონი, სოფლის მეურნეობისთვის კი_175, 5 მილიონი რუბლი.
მიმდინარე წელს აფხაზეთი აითვისებს 4,23 მილიარდ რუბლს, რაც სერგეი ბაღაფშის თქმით, სოლიდური თანხაა, რისთვისაც მნიშვნელოვანი სამუშაოს გაწევაა საჭირო.
შეგახსენებთ, რუსეთის თანადახმარების გეგმა სამ წელზეა გათვლილი და აფხაზეთისთვის 10,8 მილიარდ რუბლის გამოყოფას ითვალისწინებს.