ისრაელის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა ქვეყნის დასავლეთ საზღვართან პალესტინის მოქალაქე მოკლეს. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
ისრაელის არმიის ინფორმაციით, სამხედროებმა კაცს ცეცხლი მას შემდეგ გაუხსნეს, როდესაც იგი ბრძანებას არ დაემორჩილა და მდინარისკენ გაიქცა.
სამხედროების მტკიცებით, მოკლული შეიარაღებული იყო ორი ასაფეთქებელი მოწყობილობით და დანით.