აშშ-ში, არიზონას შტატის კონგრესმენი, დემოკრატი გაბრიელ გიფორდი დაჭრეს.
გავრცელებული ინფორმაციით, კონგრესმენი საზოგადოებრივი ღონისძიების დროს, მაღაზიიდან გამოდიოდა, როდესაც მას უცნობი პირი მიუახლოვდა და ცეცხლსასროლი იარაღიდან თავში ესროლა.
გაბრიელ გიფორდი საავადმყოფოშია გადაყვანილი, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება.
კონგრესმენზე თავდასხმის შემდეგ უცნობმა პირმა შეკრებილი ხალხის მისამართით სროლა დაიწყო, რომლის დროსაც ექვსი ადამიანი დაიღუპა. მოკლულთა შორის ერთი 9 წლის ბავშვი და ერთი მოსამართლეა.
არსებული ინფორმაციით, დამნაშავე უკვე დააკავეს.