მოსკოვში უცნობებმა სპორტულ ჟურნალისტს დიმიტრი დერუნეცის სცემეს. დამნაშავეების დაკავება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
დერუნეცი წამყვანად მუშაობს ტელეარხ твц-ზე, ასევე, სპორტულ მიმომხილველად კონცერნში "რადიო-ცენტრი", სადაც შედის რადიოსადგური "ლაპარაკობს მოსკოვი."
ჟურნალისტი სასწრაფო დახმარების მანქანით სკლიფასოვსკის სახელობის ინსტიტუტში ყბის მოტეხილობითა და თავის ტვინის შერყევით გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რუსეთში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმის გამო საზოგადოებაში აქტიურად განიხილება მედიასაშუალებების ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვის კანონმდებლობაში ასახვის საკითხი. ნოემბრის ბოლოს სახელმწიფო დუმაში შევიდა კანონპროექტი, რომელიც ჟურნალისტებზე თავდასხმის შემთხვევაში, პასუხისმგებლობას გაამკაცრებდა.