ქობულეთში ოჯახში ძალადობის შემთხვევაზე გამოძახებული პოლიციელი დაჭრეს.
გამოცემა "ბათუმელების" ცნობით, შემთხვევა დღეს, 25 ივნისს, მოხდა. როგორც გამოცემას ქობულეთში მცხოვრებმა მოქალაქემ უთხრა, რომ პოლიციელი სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულების დროს დაჭრეს, როცა განქორწინებული კაცი ყოფილ ცოლთან მივიდა და პოლიცია გამოიძახეს.
გამოცემა წერს, რომ პოლიციელი მძიმედ დაჭრილი არ არის, ის კლინიკაში გადაიყვანეს. შსს-ში ამბობენ, რომ თავდამსხმელი უკვე დაკავებულია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა ერთი მუხლის შესაბამისად დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.