ტაილანდური მასაჟის მოყვარულებს კუნთების მოდუნებაში სპილო დაეხმარებათ.
რელაქსაციისთვის საჭირო ილეთები ტაილანდელებმა გიგანტურ ცხოველს შეასწავლეს.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ და როგორ ასწავლა სპილოს სასიამოვნო და გამაჯანსაღებელი პროცედურები, თუმცა იმ ტურისტებმა, რომლებმაც შიში დაძლიეს, აღიარეს, რომ სპილოს მიერ გაკეთებული ტაილანდური მასაჟები მართლაც სასიამოვნო იყო.