ბუენოს-აირესში დედამ საკუთარი შვილი ერთი დოლარისთვის გაწირა.
შემთხვევა არგენტინის დედაქალაქის ერთ-ერთ მეტროსადგურში მოხდა. ქალმა უფასოდ მგზავრობა მოინდომა, რისთვისაც საკონტროლო პუნტს გვერდი აუარა და გადაადგილება ლიანდაგის გავლით სცადა.
ინციდენტი, საბედნიეროდ, ტრაგედიის გარეშე დასრულდა. მოახლოებული მატარებლის დანახვაზე ქალმა ბაქანზე დაბრუნება მოასწრო, შვილმა კი ბაქნის ქვეშ შეძრომა მოახერხა.
დედას, რომელმაც შვილის სიცოცხლე საფრთხეში შეგნებულად ჩააგდო, სოლიდური ჯარიმის გადახდა ემუქრება. არგენტინული მედიის ინფორმაციით, შესაძლოა მას დედობის უფლებაც ჩამოართვან.