აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ხელი მოაწერა სამხედრო ბიუჯეტს, რომლის თანახმადაც, უახლოეს მომავალში გუანტანამოს ციხის დახურვა გამოირიცხა.
აშშ-ს პრეზდენტის თქმით, გუანტანამოს პატიმრების აშშ-ში გადაყვანა ქვეყნის ეროვნულ უშიშროებას საფრთხეს უქმნის. თუმცა ობამას დაპირებით. აშშ-ს ადმინისტრაცია განაგრძობს მუშაობას კონგრესთან, რათა სამომავლოდ გუანტანამოს ციხის პატიმრების გადაყვანის დაფინანსებაზე შეზღუდვები მოიხსნას.
შეგახსენებთ, გუანტანამოს ციხის დახურვა ბარაქ ობამას ერთ-ერთი მთავარი საპრეზიდენტო დაპირება გახლდათ. გუანტანამოს ციხიდან პატიმრები სხვადასხვა ქვეყანამ უკვე მიიღო, მათ შორის, სამი პატიმარი საქართველოში გასული წლის მარტში ჩამოიყვანეს.