ევროკავშირის 27 ქვეყნის წარმომადგენელმა ბრიუსელში ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოსა და ბელორუსის ხელისუფლების მიმართ სანქციების ამოქმედების მექანიზნის მომზადების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ევროკავშირში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"მათ მისცეს სიგნალი ამ საკითხთან დაკავშირებით შიდა სამუშაოს დაწყების შესახებ", _ იუწყება რუსული მედია.
მათივე ინფორმაციით, იმის შესახებ, რომ სანქციების მიხედვით შეიძლება ბელორუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოსა და ბელორუსი ჩინოვნების ჯგუფს ევროკავშირის ქვეყნებში ჩასვლა აეკრძალოთ განცხადება შვედეთისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გააკეთეს. სავარაუდოდ, ეს სანქცია იმ სახელმწიფო ჩინოვნიკებზე გავრცელდება, რომლებიც ევროკავშირის აზრით პასუხისმგებელნი არიან ბელორუსში ოპოზიციის აქტივისტების მიმართ ძალადოვბრივი ქმედებების გამოყენებაში.
რუსული მედიის წყარო ასევე იუწყება, რომ ოფიციალურად გადაწყვეტილებას ამ სანქციების შესახებ ევროკავშირის წევრი-სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე მიიღებენ, რომელიც 31 იანვარს უნდა გაიმართოს.
წყაროს ინფორმაციით სანქციის ქვეშ მოხვედრილი ბელორუსი ჩინოვნიკების რიცხვი შესაძლოა 100-ს აჭარბებდეს.