ბრაზილიაში მდინარეებმა ათასობით მკვდარი თევზი გამორიყა.
ბიოლოგების განცხადებით, მათი მასიური სიკვდილი შესაძლოა კლიმატის ცვლილებებს ან საკვებს გამოეწვია.
ზღვის ბინადრების მასობრივი განადგურების შესახებ მოკვლევა უკვე დაწყებულია. თევზების დახოცვის მიზეზი სწორედ დასკვნის მომზადების შემდეგ გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ თევზების გარდა, რამდენიმე ქვეყანაში ფრინველებიც იხოცებიან, შეერთებული შტატებისა და შვედეთის შემდეგ მასობრივად დახოცილ მტრედებს კანადასა და იტალიაშიც მიაკვლიეს. ფრინველების სიკვდილის მიზეზები დაუდგენელია.