მწერალმა ბორის აკუნინმა (გრიგოლ ჩხარტიშვილმა) "იუკოსის" ექსხელმძღვანელის მიხეილ ხოდორკოვსკისა და "მენატეპის" ყოფილი ხელმძღვანელის პლატონ ლებედევის გათავისუფლების მიზნით თავისი გეგმა წარადგინა.
მწერლის აზრით, რაც უფრო ადრე ჩაუტარდება ქვეყანას ისტორიულად გარდაუვალი ამპუტაციის ოპერაცია, მით უფრო დროულად მოგვარდება უამრავი ადამიანის სამუშაო პრობლემა ქვეყანაში.
ამასთან, აკუნინი ინტერნეტის მეგობრებს რაც შეიძლება მეტი ხელმოწერის შეგროვებას სთავაზობს.
"ამ საქმეში კულტურის ცნობილი მოღვაწეებიც უნდა ჩაერთონ და პრეზიდენტს წერილი მისწერონ. რაც უფრო მეტი ხელმოწერა დაგროვდება, საქმეც წინ წავა", _მიიჩნევს ცნობილი მწერალი.
მისი თქმით, საზოგადოებამ ის მოსამართლეებიც არ უნდა დაივიწყოს, რომლებმაც უკანონო განაჩანი გამოიტანეს.
აკუნინის მოთხოვნას უკვე 30 ათასი კაცი გამოეხმაურა და მათ თავიანთი პროტესტი ხოდორკოვსკისა და ლებედევის დაპატიმრების გამო აკუნინის საიტზე ხელმოწერებით გამოხატეს.
ხოდორკოვსკისა და ლებედევს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.