უნგრეთმა ევროკავშირის თავმჯდომარეობა ოფიციალურად გადაიბარა.
შესაბამისი ცერემონიალი ბუდაპეშტიში გაიმართა. მის ფარგლებში ევროკომისიის თავმჯდომარე ჟოზე მანუელ ბაროზუ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს შეხვდა.
უნგრეთი ორგანიზაციას 6 თვის უხელმძღვანელებს. ქვეყანას კავშირის ხელმძღვანელობა როტაციის პრინციპით ბელგიისგან ერგო.
ბუდაპეშტი ევროკავშირს იმ პერიოდში უხელმძღვანელებს, როდესაც ევროკავშირის 2014-2020 წლების ბიუჯეტის განხილვა უნდა მოხდეს.
როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ბიუჯეტის განხილვა, შესაძლოა, მწვავე დებატების ფონზე გაიმართოს. ერთმანეთის საპირისპირო მხარეს დგას საფანგეთის, დიდ ბრიტანეთისა და გერმანიის ინტერესები, ხოლო მეორე მხარეს _ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკმაოდ მდიდარი ქვეყნების ინტერესები.