ამერიკის შეეთებული შტატების მოქალაქე, რომელიც ირანში ჯაშუშობის ბრალდები დააკავეს, ირანში სომხეთის ტერიტორიდან შევიდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
ირანული სააგენტოს "Asre"-ს მტკიცებით, 55 წლის ამერიკელი ჰალი ტალაიანი ირანის საზღვრის დაცვის უშიშროების ქვედანაყოფის წარმომადგენლებმა მაშინ დააკევს, როდესაც იგი სომხეთიდან ირანში საბაჟო-გამშვები პუნქტის ნურ დუზის გავლით შედიოდა.
დაკავებულის ჩხრეკისას აღმოჩნდა, რომ კბილებზე მიკროგადამცემი მოწყობილობა ჰქონდა დამონტაჟებული.
ამასთან, ირანული მედიის ინფომაციით, დაკვებისას ტალაიანმა განაცხადა, რომ თუ მის დეპორტაციას სომხეთში მოახდენენ, ამ ქვეყნის უშიშროების ძალები მას გაანადგურებენ.