აშშ-ის თავდაცვის უწყების ბიუჯეტი მცირდება. თავდაცვის მდივანმა მომავალი ხუთ წლის განმავლობაში უწყების ბიუჯეტის 78 მილიარდი დოლარით შემცირების გეგმა უკვე წარმოადგინა.
ოფიციალური ინფორმაციით,Mაღნიშნული სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის ზრდის წინააღმდეგაა მიმართული.
რობერტ გეიტსის თქმით, თავდაცვის სფეროს დაფინანსების შემცირება "არმიის შემცირებასაც" გულისხმობს.
"2015-2016 წლებში სახმელეთო ჯარი 27 ათასი კაცით, საზღვაო ძალები კი 15-20 ათასი კაცით შემცირდება", - განმარტა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.