ავღანეთში აფეთქებას 17 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ყანდაარის პროვინციაში მოხდა.
თავად ქვეყნის მთავრობის ინფორმაციით, გარდაცვლილების გარდა არიან დაჭრილები. საავადმყოფოებში სულ 21 კაცი მოათავსეს.
აფეთქება პაკისტანის საზღვართან ახლოს, ქალაქ სპინ ბოლდაკში მდებარე აბანოს შენობაში მოხდა. ყაბდაარის გუბერნატორის წარმომადგენლის ვარაუდით, თავდასხმის სამიზნე სასაზღვრო პოლიციის უფროსი იყო, რომელიც აფეთქების მომენტში აბანოში იმყოფებოდა და რომლის მდგომარეობის შესახებაც ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
მასალის გამოყენების პირობები