რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების გამო უკრაინიდან ჯარების გაყვანას არ აპირებს.
ამის შესახებ პუტინმა ვიეტნამში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„თუ კიევი მოსკოვთან მოლაპარაკებებს რუსული ჯარების გაყვანას უკავშირებს, მაშინ ეს არასდროს მოხდება“, - განაცხადა პუტინმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი მზად არის გააგრძელოს დიალოგი უკრაინასთან სტამბულისა და მინსკის ბაზაზე.
პუტინი ასევე დაემუქრა სეულს, რომ მისი მცდელობა, მიაწოდოს იარაღი უკრაინას, გამოიწვევს რუსეთის გადაწყვეტილებებს, რომლებიც "სავარაუდოდ არ მოეწონება სამხრეთ კორეას".
რუსმა დიქტატორმა ასევე თქვა, რომ რუსეთი ბირთვულ დოქტრინაში შესაძლო ცვლილებებზე ფიქრობს.
პუტინი ვიეტნმში ჩავიდა ჩრდილოეთ კორეადან, სადაც კიმ ჩენ ინთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ურთიერთდახმარების უზრუნველყოფას აგრესიის შემთხვევაში.
აღნიშნული შეთანხმების გაფორმების შემდეგ სამხრეთ კორეაში განაცხადეს, რომ შესაძლოა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხს განიხილონ.