ყაზახეთის პრეზიდენტმა პრეზიდენტობის ვადის გაგრძელების თაობაზე ქვეყანაში რეფერენდუმის ჩატარებაზე უარი თქვა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტ ნაზარბაევის შესაბამისი განცხადება დღეს ყაზახეთის სახელმწიფო მედიის საშუალებით გავრცელდა.
მასში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტი პარლამენტის მიერ შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების წინააღმდეგია.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტობის ვადის გაგრძელების თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების იდეა "მოქალაქეთა ფორუმმა" ერთი თვის წინ წამოაყენა, რაც ოპოზიციამ მკაცრად დაგმო. 70 წლის ნურსულთან ნაზარბაევი 20 წელიწდზე მეტია ყაზახეთს მართავს. მას პრეზიდენტობის ვადა 2012 წელს ეწურება.